Wednesday, July 9, 2014

კურსის რეფლექცია

    ამ ტრენინგმა მომცა ცოდნა რომელიც სასწავლო პროცესში დამეხმარება, რათა მოსწავლეები უფრო ხალისით და მოტივირებულად იყვნენ ჩართული. ვისწავლე პროექტების დაგეგმვა, პრეზენტაციების მომზადება, საავტორო უფლებების დაცვით ინტერნეტიდა სურათების გადმოტვირთვა, ვისწავლე ელექტრონულ გზამკვლევზე მუშაობა, ვიცი ჩემი ელექტრონული ფოსტით როგორ ავტვირთო დისკსა და ბლოგზე ჩემი ნამუშევარი.
   
ვისწავლე ჩემი პორტფოლიოს წარმოება.ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მყავდა ძალიან კარგი ტრენერი. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია ცინცაძეს.

Monday, July 7, 2014

8-ე დღს რეფლექცია

დღეს ვიმუშავეთ მოდული 7-ზე ფასილიტაცია, დავათვალიერეთ:  ,,უკანა ეზოს ცოცხალი სამყარო",  ,,ფანტაზია თუ რეალობა",  ,,ავტორის  აზრი ზღაპარში".
გამოვთქვით ჩვენ-ჩვენი მოსაზრებები და შევადარეთ  მოცემულ პასუხებს.
წავიკითხეთ აქტივობები მოსწავლეების დასაწყვილებლად, და ვიმუშავეთ მოცემულ დავალებებზე.
 ვიმუშავეთ ,,დიფერენცირებული სწავლების შესახებ".  ვისაუბრეთ საჭიროების მქონე მოსწავლეების შესახებ და მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ.
მოგვეცა საშინაო დავალება.

Sunday, July 6, 2014

7-ე დღის რეფლექცია

შემოწმდა საშინაო დავალებები.ვიმუშავეთ მოდული 5, აქტივობა 1. განვიხილეთ და შევქმენით შეფასების რუბრიკები.ვნახეთ ნიმუშები და შევავსეთ.განვიხილეთ უკუკავშირები.